თავი 2. ADO-ს ობიექტური მოდელი

სიობრივ  მართვის ელემენტებში ამორჩევის შედეგების გამოტანა

მაგალითი 2.6 - სიობრივ მართვის ელემენტში ჩანაწერზე დაკაპუნებით ჩანაწერის ველების მოთავსება მათ შესატყვის TextBox-ში
დააპროექტეთ ფორმა, დაიტანეთ მასზედ მართვის ელემენტები და მიანიჭეთ სახელები: ListBox-ს – Lsia,  CommandButton-ს – Rgan. ამავე ფორმაზე დაიტანეთ 5 TextBox ცხრილში არსებული ჩანაწერის ველების მნიშვნელობების გამოსატანად, კერძოდ: ნომერი, გვარი, სახელი, კურსი, ჯგუფი. ფორმის მოდულში ჩაწერეთ პროგრამები:

Private Sub Rgan_Click()
Dim kit As String
kit = „select * From tbstudenti“
With Me.Lsia
.ColumnCount = 5
.ColumnHeads = True
.ColumnWidths = „1in;1.5in;1.2in;0.5in;0.5in“
.RowSourceType = „Table/Query“
.RowSource = kit
End With
End Sub

პროგრამით Private Sub Rgan_Click ღილაკზე ”ამორჩევა” დაწკაპუნების შემდეგ ListBox-ში გამოვა ცხრილში არსებული ყველა ჩანაწერი. შემდეგი პროგრამა Lsia_Click, მუშაობას იწყებს ListBox-ში არსებულ ამორჩეულ ჩანაწერზე დაწკაპუნების შემდეგ. ამ ჩანაწერის ველებში არსებული მნიშვნელობები აისახებიან ამავე ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტებში, TextBox-ებში. სურათზე 3.3 დაფიქსირებულია სიაში არსებულ ერთ-ერთ სტრიქონზე დაწკაპუნების შედეგად ამორჩეული მნიშვნელობები. პროგრამაში Private Sub Lsia_Click ყურადღება მისაქცევია შეკითხვის ჩაწერის სინტაქსი. აქ ამორჩევის ოპერატორის WHERE-ს შემდეგ დაწერილია gvari = ‘“ & Me.Lsia.Column(1) & „’“. ცხრილში არსებული ველის მნიშვნელობა დარდება სიის ListBox-ის, Lsia სვეტის მნიშვნელობას. დაწკაპუნებული სტრიქონის ნომერი სისტემის მიერ ავტომატურად ფიქსირდება. სვეტების ნუმერაცია იწყება ნულიდან.

Private Sub Lsia_Click()
Dim kit As String
kit = „Select * From tbstudenti WHERE gvari = ‘“ & Me.Lsia.Column(1) & „’“
Form_Form1.RecordSource = kit ’ აქ გამოყენებულია ფორმის თვისება RecordSource
End Sub

ორივე პროგრამის მუშაობის შედეგი ნაჩვენებია სურათზე 2.3.  სურათიდან ჩანს, რომ სტრიქონის ველების მნიშვნელობები ჩაწერილია ამ ველის შინაარსის შესატყვის მართვის ელემენტში, TextBox-ში, კერძოდ: ნომერი ველში ნომერი, გვარი ველში გვარი და ა.შ. ცხრილის ველების მნიშვნელობების ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტებში, TextBox-ებში ჩაწერის მიზნით:
  • ფორმის თვისებაში მიუთითეთ ცხრილის სახელი tbstudenti. ცხრილის  სტრუქტურა გამოჩნდება ეკრანზე;
  • ცხრილის სტრუქტურიდან ცხრილის ველების დასახელებები თაგუნათი გადმოიტანეთ ფორმაზე.


მაგალითი 2.7- შეკითხვით ჩანაწერების ამორჩევა, ListBox-ში მიღება და მასში სტრიქონზე დაწკაპუნებით ამ ჩანაწერის ველების მნიშვნელობების ჩაწერა შესაბამის TextBox-ში
მე-3 მაგალითში განხილულ ფორმას დაამატეთ TextBox შეკითხვის ჩასაწერად. საჭიროა:
  • შეკითხვის ველში თუნდაც გვარის პირველი სიმონაცემთა ბაზაოლოებით მოიძენოს ამ სიმონაცემთა ბაზაოლოების შემცველი გვარები;
  • სიაში, ListBox-ში გამოტანილ იქნეს მხოლოდ ორი ველის, გვარისა და სახელის მნიშვნელობები;
  • სიაში სტრიქონზე დაწკაპუნებით მონაცემები ფორმაზე არსებული მართვის ელემენტებში – TextBox-ებში.
ფორმის მოდულში ჩაწერეთ პროგრამები:

Private Sub Rgan_Click()
Dim kit As String
kit = „select gvari, saxeli From tbstudenti WHERE gvari Like ‘“ & Vsek & „*’“   ’ ამ ინსტრუქციაში %-ის ნაცვლად გამოყენებულია *
Debug.Print kit
With Me.Lsia
.ColumnCount = 2
.ColumnHeads = True
.ColumnWidths = „1.5in;1.2in“ ’ in გვიჩვნებს სვეტის სიგანეს დიუმებში (1დიუმი=2,54სმ)
.RowSourceType = „Table/Query“
.RowSource = kit
End With
End Sub
Private Sub Lsia_Click()
Dim kit As String
kit = „Select * From tbstudenti WHERE gvari = ‘“ & Me.Lsia.Column(0) & „’“
Form_Form1.RecordSource = kit  ’ აქ გამოყენებულია ფორმის თვისება RecordSource
End Sub
პროგრამების მუშაობის შედეგი ნაჩვენებია სურათზე 2.4.